
24 აპრილს, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუხუთში, ტრადიციული ლელობურთის დასრულების შემდეგ, ზემო შუხუთის მკვიდრი შუახნის მამაკაცი გარდაიცვალა.
“გურია ნიუსი” ახლობლებზე დაყრდნობით წერს, რომ გარდაცვლილი უშუალოდ თამაშში მონაწილეობდა, შინ დაბრუნებულმა თავი შეუძლოდ იგრძნო და სასწრაფო დახმარების მანქანით კლინიკა “მედალფაში” გადაიყვანეს, მაგრამ მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.
ლელობურთის თამაშის დროს, 24 აპრილს, კიდევ ერთი მამაკაცი დაშავდა და კლინიკაში გადაყვანაც დასჭირდა. პაციენტის მდგომარეობა არ გართულებულა.