დეკემბერი 2, 2023

ჭიდაობაში 17-23 აპრილს, ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში ევროპის ჩემპიონატი გაიმართება, სადაც საქართველოს ნაკრები თავისუფალ და ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში 10-10 მოჭიდავით იქნება წარმოდგენილი.

ორივე ნაკრების მწვრთნელებმა, გიორგი იანტბელიძემ და ვლადიმერ გეგეშიძემ შემადგენლობები დაასახელეს.

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების შემადგენლობა ევროპის 2023 წლის ჩემპიონატზე:

  • 57 კგ – რობერტ დინგაშვილი

  • 61 კგ – შოთა ფარტენაძე

  • 65 კგ – ედემი ბოლქვაძე

  • 70 კგ – გიორგი ელბაქიძე

  • 74 კგ – ავთანდილ კენჭაძე

  • 79 კგ – ვლადიმერ გამყრელიძე

  • 86 კგ – ტარიელ გაფრინდაშვილი

  • 92 კგ – მირიან მაისურაძე

  • 97 კგ – გივი მაჭარაშვილი

  • 130 კგ – გენო პეტრიაშვილი

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების შემადგენლობა ევროპის 2023 წლის ჩემპიონატზე:

  • 55 კგ – ნუგზარ წურწუმია

  • 60 კგ – ფრიდონ აბულაძე

  • 63 კგ – ლერი აბულაძე

  • 67 კგ – ჯონი ხეცურიანი

  • 72 კგ – რამაზ ზოიძე

  • 77 კგ – იური ლომაძე

  • 82 კგ – გელა ბოლქვაძე

  • 87 კგ – ლაშა გობაძე

  • 97 კგ – რობერტ კობლიაშვილი

  • 130 კგ – იაკობ ქაჯაია

შეგახსენებთ, რომ შარშანდელ ევროპის ჩემპიონატზე თავისუფლებმა 6 მედალი მოიპოვეს, ხოლო კლასიკოსებმა – 5. ორივე ნაკრები ევროპირველობაზე გუნდურ ჩათვლაში მესამე ადგილზე გავიდა.

დამდეგ ევროპის ჩემპიონატზე პირველები ხალიჩაზე თავისუფალი სტილით მოჭიდავეები გავლენ, ხოლო შემდეგ ასპარეზი ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებს დაეთმობათ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *