დეკემბერი 2, 2023

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა საფრანგეთის ქალაქ ნიცაში, ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირზე – ანრი დელანის გრან პრიზე 6 მედალი მოიპოვა – 2 ოქრო, 1 ვერცხლი და 3 ბრინჯაო.
მერაბ სულეიმანიშვილმა (97 კგ) და ნიკა ბერულავამ (125 კგ) ტურნირი წაუგებლად ჩაამთავრეს და ჩემპიონები გახდნენ. გიორგი ჭოლაძე (70 კგ) ვერცხლის მედალს დაეუფლა. გიორგი გეგელაშვილი (57 კგ), გიორგი ღონიაშვილი (61 კგ) და ევსემ შველიძე (79 კგ) – ბრინჯაოებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *