
გორში, 2 დღის განმავლობაში ვლადიმერ ხინჩეგაშვილის მამის, გიორგი ხინჩეგაშვილის სახელობის ტურნირი მიმდინარეობდა, სადაც სპორტის სააგენტოს თანამშრომლები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.
აღსანისნავია, რომ რომ მამაკაცი და ქალი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდა, თუმცა მოგვიანებით უარყვეს.
საქმე ეხება გორის მერიის სპორტის ხელშეწყობის სააგენტოს თანამშრომლებს, კერძოდ, ამ სააგენტოს დაქვემდებარებაში მყოფ სპორტული სკოლის მენეჯერსა და მწვრთნელს. მენეჯერია ბესო გიორგაშვილი, ხოლო კალათბურთის სექციის მწვრთნელი თეა კეჩხუაშვილი.
არაოფიციალური წყაროებით ცნობილია, რომ გორის მერი აპირებს სპორტის განვითარების სააგენტოში რეორგანიზაციის განხორციელებას.
სააგენტოს შიგნით დაძაბულ ფონს სწორედ ამ მოსალოდნელ რეორგანიზაციას უკავშირებენ. რა ღონისძიებების გატარებას აპირებს ვლადიმერ ხინჩეგაშვილი სპორტის სააგენტოში, ეს ჯერ უცნობია.