თებერვალი 21, 2024

პარიზის გრანდ-სლემის მეორე საშეჯიბრო დღეს, გიორგი ჩიხელიძემ საქართველოს ნაკრებს პირველი მედალი მოუპოვა.

 

 

ჩიხელიძემ ფინალამდე ყველა მეტოქე დამაჯერებლად დაამარცხა, ხოლო ოქროს მედლისთვის იაპონელ ძიუდოისტთან, ტაცუკი იშიჰარასთან დამარცხდა.

 

 

4 თებერვალს ჩვენი ქვეყნის ღირსებას გიორგი ჯაბნიაშვილი, ვარლამ ლიპარტელიანი, მიხეილ ჯაფარიძე, საბა ინანეიშვილი და ირაკლი დემეტრაშვილი დაიცავს, ხოლო ოლიმპიური ჩემპიონი, ლაშა ბექაური ტურნირს მაღალი ტემპერატურისა და ვირუსის გამო ჩაეხსნა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *