
ძიუდოს ევროპის ჩემპიონატის მე-2 დღეს, ხუთმა ქართველმა იასპარეზა. მათგან ორ ძიუდოისტს კი მედლის მოპოვების შანსი ჰქონდა.
ლეგენდარულმა ლაშა შავდათუაშვილმა, ბრინჯაოსთვის იჭიდავა, თუმცა აკილ ჯაკოვასთან ვაზარით დამარცხდა და უმედლოდ დარჩა. ფინალში თურქ მეტოქესთან დამარცხდა -81 კილოგრამის უპირობო ლიდერი ტატო გრიგალაშვილი. ორი დღის შემდეგ ჩვენს ყულაბაში მხოლოდ 1 მედალია.
დასკვნით საშეჯიბრო დღეს ტატამიზე ოლიმპიურ ჩემპიონ ლაშა ბექაურს, მსოფლიო ჩემპიონ ლუკა მაისურაძეს, გურამ თუშიშვილსა და სოფიო სომხიშვილს ვიხილავთ.