
3 ნოემბერს, საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში, ძიუდოს ევროპის ჩემპიონატმა აიღო სტარტი, სადაც პირველ საშეჯიბრო დღეს, ტატამზე 4 ქართველი ფალავანი ვიხილეთ, თუმცა ვერცერთმა მათგანმა მედლის მოპოვება ვერ მოახერხა.
გიორგი სარდალაშვილი, ვაჟა მარგველაშვილი და ნინო ლოლაძე 1/8 ფინალში დამარცხდნენ, ეთერ ლიპარტელიანი 1/4 ფინალში გავიდა, მაგრამ გერმანელ მეტოქესთან წააგო.
შემდეგ დამამშვიდებელ წრეში გადაერთო, მაგრამ იქაც დამარცხდა.
მეორე საშეჯიბრო დღეს ასპარეზობაში 5 ძიუდოისტი ჩაერთვება. ტატამიზე ვიხილავთ ოლიმპიურ ჩემპიონს, ლაშა შავდათუაშვილს, მსოფლიოს 2 გზის ჩემპიონს, ტატო გრიგალაშვილს, გიორგი ტერაშვილს, ეთერ ასკილაშვილსა და ნინო გულბანს.