დოჰაში დაიწყო მსოფლიო ჩემპიონატი ძიუდოში. პირველ დღეს ტატამიზე მსუბუქ წონაში მოჭიდავე ჭიუდოისტები ვიხილეთ.
საქართველოს ღირსებას დღევანდელ დღეს გიორგი სარდალაშვილი იცავდა -60 კილოგრამში.
19 წლის სარდალაშვილისთვის პირველი მსოფლიო ჩემპიონატი წარმატებული აღმოჩნდა. გიორგიმ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და საქართველოს ნაკრებს პირველი მედალი მოუპოვა.
8 მაისს ჩვენი ქვეყნის ღირსებას ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი ვაჟა მარგველაშვილი დაიცავს.