იანვარი 27, 2023

ლუკაშ კრპალეკი მძიმე წონის მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონია, ჩვენდა სამწუხაროდ, ტოკიოს ოლიმპიადის ფინალში მან ქართველი გურამ თუშიშვილი დაამარცხა.
აღსანიშნავია, რომ ჩეხი ლეგენდა ორ გზის ოლიმპიური და 3 გზის მსოფლიოს ჩემპიონია.
ის ერთადერთი ძიუდოისტია, რომელმაც ორ სხვადასხვა წონაში შეძლო ოლიმპიური ჩემპიონობა.
2023 წლის სეზონში კი -100კგ წონით კატეგორიაში აპირებს ასპარეზობას.

“ყოველთვის მომწონდა გამოწვევები და ეს იყო მიზეზი რატომაც გადავედი +100 კგ-ში. მას შემდეგ, რაც ამ წონაში ყველაფერი მოვიგე ვგრძნობ, რომ ისევ მჭირდება ახალი მოტივაცია “- ამბობს ჩეხი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Related News