დეკემბერი 8, 2023

ძიუდოს 2023 წლის სეზონს 27-29 იანვარს პორტუგალიის გრანდ-პრი ხსნის.
მოცემული ტურნირი შედარებით მცირე პრესტიჟის მფლობელია, მაგრამ ძიუდოისტების რაოდენობას ეს არ ემჩნევა.
ტურნირზე 566 სპორტსმენი იჭიდავებს, რომელთა შორის 13 ქართველია.
ტატამიზე ბრუნდება ავთანდილ ჭრიკიშვილი, რომელიც მოქმედი საქართველოს ვიცე-ჩემპიონია. ის ფინალში უშანგი მარგიანთან დამარცხდა. რაც შეეხება, პორტუგალიის გრანდ-პრის -90კგ წონით კატეგორიაში ჭრიკიშვილის გარდა, ქართველთაგან ნიკა ხარაზიშვილიც მონაწილეობს.
უცხოელ ძიუდოისტთა შორის არიან: კრისტიან ტოტი, ჯესპერ სმინკი, უსტოპირიანი, კოჩმან ლი და სხვა.
ასევე სამი ჩოუჩი, რომელიც ახლა გადმოვიდა -81კგ დან -90ში.

საქართველოს ნაკრების სრული შემადგენლობა პორტუგალიის გრანდ-პრიზე:
-60კგ გიორგი სარდალაშვილი, ნიკა ხუზაურაშვილი
-66კგ გიორგი თუთაშვილი, იპოლიტე აქუბარდია
-73კგ ლუკა კაპანაძე, გიორგი ჩიხელიძე
-81კგ ზაურ დვალაშვილი
-90კგ ავთანდილ ჭრიკიშვილი, ნიკა ხარაზიშვილი
-100კგ ილია სულამანიძე, ერეკლე ბაზიერიშვილი
+100კგ საბა ინანეიშვილი, ლევან მატიაშვილი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *