
ძიუდოს 2023 წლის სეზონი იწყება. პირველ ტურნირზე 6 ახალგაზრდა ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს, რომელთა შორის არის -100კგ ის ლიდერი ილია სულამანიძე.
საქართველოს ნაკრების სრული შემადგენლობა პორტუგალიის გრანდ-პრიზე:
-60კგ გიორგი სარდალაშვილი, ნიკა ხუზაურაშვილი(მოქმედი საქართველოს ჩემპიონი)
-73კგ გიორგი ჩიხელიძე
-100კგ ილია სულამანიძე, ერეკლე ბაზეირიშვილი(მოქმედი საქართველოს ჩემპიონი)
+100კგ საბა ინანეიშვილი(მოქმედი საქართველოს ჩემპიონი)
ტურნირამდე ნაკრები ავსტრიის 10 დღიან შეკრებაზე იმყოფება.
პორტუგალიის გრანდ-პრი მეორედ ტარდება, შარშან ტურნირზე მედლის მოპოვება 8 ძიუდოისტიდან მხოლოდ გიორგი ბერიაშვილი(-100კგ) შეძლო, რომელმაც ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.