
ძიუდოს 2022 წლის სეზონი დასრულებულია.
ძიუდო, რომ ჩვენი სპორტია, წელს კიდევ ერთხელ დამტკიცდა.მამაკაცთა 7 წონიდან 3 წონის ლიდერი ქართველია:
-73კგ ლაშა შავდათუაშვილი
-81კგ ტატო გრიგალაშვილი
-100კგ ილია სულამანიძე
მიმოხილვა:
-73კგ
შავდათუაშვილი ქართული ძიუდოს ცოცხალი ლეგენდაა. მის ანგარიშზე 6615 სარეიტინგო ქულაა, მეორე ადგილს რეიტინგში აზერბაიჯანელი ჰეიდატ ჰეიდაროვი იკავებს, რომელიც 6015 ქულას ფლობს.
2024 წელს, ჩვენი ლეგენდა, შეეცდება მეოთხე მედლის მოპოვებას ოლიმპიადაზე.
შეგახსენებთ, რომ 2021 წელს ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე შოჰეი ონოსთან დამარცხდა, ონომ კი კარიერას თავი დაანება. შანსები იზრდება…
-81კგ
2022 წელი ტატო გრიგალაშვილისთვის განსაკუთრებულად ტიტულოვანი იყო.
მან მოიპოვა ევროპის, მსოფლიოსა და მასტერსის ჩემპიონის ტიტული.
დაამტკიცა, რომ წონის ლიდერია, დაამარცხა მისთვის ყველაზე უხერხული მეტოქე მატიას კასე.
ტატო 9296 სარეიტინგო ქულას ფლობს, ხოლო კასე, მეორე ადგილს, 7845 ქულით იკავებს.
2024 წელს უნდა ველოდოთ “არსენას” ოლიმპიურ ჩემპიონობას.
-100კგ
ილია სულამანიძე ქართული ძიუდოს ამომავალი ვარსკვლავია.მან წელს დაამტკიცა, რომ ლიპარტელიანის ღირსეული შემცვლელია. ილია 5752 სარეიტინგო ქულას ფლობს, მეორე საფუხერზე მდგომი მიხაელ კორელი კი 5325 ქულას.
ილიაზე დიდ იმედებს ამყარებენ პარიზის ოლიმპიადაზეც.