დეკემბერი 2, 2023

მოქმედმა  ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ლაშა ბექაურმა, ტოკიოს გრან-სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ბექაური ერთადერთი კაცი ძიუდოისტი იყო, რომელიც მიმდინარე  შეჯიბრზე გაემგზავრა  ჩვენი ნაკრებიდან.

ლაშა კარგად ასპარეზობდა, თუმცა ნახევარ ფინალში, კოსუკე მაშიიმამ, დაძაბულ ბრძოლაში, შიდოების წყალობით მოახერხა ოლიმპიური ჩემპიონის დამარცხება.

ბრინჯაოს მედლისთვის ბექაური ყოფილ ოლიმპიურ ჩემპიონს, მაშუ ბეიკერს დაუპირისპირდა, რომელმაც 2016 წელს, ვარლამ ლიპარტელიანი დაამარცხა ოლიმპიადის ფინალში.

ბრინჯაოსთვის ბრძოლა ბექაურის უპირატესობით წარიმართა. იაპონელი ძიუდოისტი თავს არიდებდა კონტაქტში შესვლას, რის გამოც 3 შიდო მიიღო და გამარჯვება ქართველ ძიუდოისტს დარჩა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *