ივნისი 1, 2023

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში, 4-6 ნოემბერს ბაქოს გრანდ სლები გაიმართება,რომელშიც მონაწილეობას ქართველი ძიუდოისტებიც მიიღებენ. საქართველოს ღირსებას 9 ძიუდოისტი დაიცავს.

-60 კილოგრამში მონაწილეები არ გვეყოლება.

-66 კილოში წონა გაორმაგდა და ტურნირზე ვაჟა მარგველაშვილი და გიორგი თუთაშვილი იასპარეზებენ.

ლეგენდარული ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი ეცდება ჩემპიონობას -73 კილოგრამში.

-81 წონით კატეგორიაში  გიორგი შერაზადიშვილს და ვლადიმერ ახალკაცს ვიხილავთ ტატამზე.

მოქმედი ევროპის ჩემპიონი და  მსოფლიოს ბრინჯაოს  პრიზიორი,ლუკა მაისურაძე იჭიდავებს -90  კილოგრამში.

-100 კილოგრამში ვიხილავთ ილია სულამანიძეს.

რაც შეეხება მძიმე წონას +100 კილოგრამს,ეს წონაც გაორებულია,მედლების მოპოვებას გურამ თუშიშვილი და საბა ინანეიშვილი ეცდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.