ოქტომბერი 1, 2023

აბუ-დაბის გრანდ სლემის ბოლო დღე ქართველი ძიუდოისტებისთვის წარმატებული აღმოჩნდა.

-90 კილოგრამში ბექა ღვინიაშვილმა მთელი დღის განმავლობაში შესანიშნავი ჭიდაობა შემოგვთავაზა და ჩემპიონობაც იზეიმა.

ეს დღე ისტორიული გამოდგა საქართველოს ქალთა ძიუდოსთვის,რადგან მძიმე წონაში მედალი მოიპოვა სოფიო სომხიშვილმა. მან ფინალამდე რთული მეტოქეები დაამარცხა,მაგრამ სამწუხაროდ ჩინელ მეტოქესთან ფინალში იპონით დამარცხდა.

საბოლოოდ აბუ-დაბის გრანდ სლემი ქართველებმა გუნდური პირველი ადგილით დაასრულეს.

ჩვენი ძიუდოისტების ანგარიშზე 2 ოქროს,1 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *