ოქტომბერი 1, 2023

აბუ-დაბის გრანდ სლემის პირველ საშეჯიბრო დღეს,საქართველოს ღირსებას გიორგი სარდალაშვილი,თემურ ნოზაძე,გიორგი თუთაშვილი,ბაგრატ ნინიაშვილი და ეთერ ლიპარტელიანი იცავდა.

პირველი დღე წარმატებული აღმოჩნდა გიორგი სარდალაშვილისა და ეთერ ლიპარტელიანისთვის.

სარდალაშვილმა ფინალში ოლიმპიური ვიცეჩემპიონი იუნგ ვეი იანგი ვაზარით დაამარცხა და ჩემპიონობა იზეიმა.

ლიპატელიანი კი ბრინჯაოსთვის ოზლემ ილდიზს დაეჭიდა და ადვილად დაამარცხა.

რაც შეეხება სხვა ძიუდოისტებს,ნოზაძე მე-5 ადგილზე გავიდა.ბაგრატ ნინიაშვილი მე-7 ადგილს დასჯერდა,ხოლო თუთაშვილმა პირველივე ბრძოლა დათმო.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *