სექტემბერი 29, 2023

ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატზე დღეს საქართველოს ღირსებას მოქმედი ოლომპიური ჩემპიონი,ლაშა ბექაური და მოქმედი ევროპის ჩემპიონი, ლუკა მაისურაძე იცავდა.

ორივე ფალავანი საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა და ნახევარ ფინალამდეც მივიდნენ.ლუკა მაისურაძე შეხვედრის ბოლო წამებზე დაამარცხა იტალიელმა ძიუდოისტმა კრისტიან პარლატიმ.ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ლუკამ სილვა მორალესი დაამარცხა.

რაც შეეხება ლაშა ბექაურს,ოლიმპიური ჩემპიონი ტატამზე თავით წასვლის გამო დასაჯეს დავლათ ბობონოვთან.ბრინჯაოსთვის ბრძოლაში ლაშამ 2 ეფექტური გდებით დაამარცხ ესპანეთის სახელით მოასპარეზე ტატო მოსახლიშვილი.

ხვალ -100 კილოგრამ წონაში ტატამზე ვარლამ ლიპარტელიანსა და ილია სულამანიძეს ვიხილავთ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *