
ტაშკენტში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე,-81 კილოში, ჩემპიონობა ტატო გრიგალაშვილმა იზეიმა.
მოქმედ ევროპის და ახლა უკვე მსოფლიოს ჩემპიონს ფინალამდე მისასვლელად რთული ბადის გავლა მოუწია.მეოთხედ ფინალში ტატომ ოლიმპიური ჩემპიონი ნაგასე დაამარცხა.ნახევარ ფინალში მან აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე მოლაის მოუგო შიდოებით,ხოლო ფინალში ტატო მატიას კასეს დაუპირისპირდა.ფინალამდე მათ შორის დაპირისპირებებში ანგარიში 2-2 იყო.ფინალი საკმაოდ დაძაბული გამოდგა,მოჭიდავეებმა 10 წუთამდე იჭიდავეს,საბოლოოდ კი ტაგომ ულამაზესი გდებით მსოფლიოს ჩემპიონის სტატუსი მოიპოვა და მომდევნო ტურნირებზე მის კიმონოს წითელი არშია დაამშვენებს.
ხვალ ტატამზე ლუკა მაისურაძესა და ლაშა ბექაურს ვიხილავთ,რომელიც ეცდება ოლიმპიადისა და ევროპის ჩემპიონატის შემდეგ მსოფლიოს ჩემპიონობა იზეიმოს.