
საქართველოს სახელით მოასპარეზე, 31 წლის ოქსანა კალაშნიკოვა „VENETO Open”-ზე ვიტალია დიატჩენკოსთან ერთდ ასპარეზობდა. დუეტი, წყვილთა თანრიგის ფინალში გავიდა. მათ დაამარცხეს კერკჰოვე-რუსის ნიდერლანდური ტანდემი დაახლოებით საათ ნახევარში ანგარიშით: 7:6, 1:6, 10:8.
ტურნირი იტალიის ქალაქ გაიბაში იმართება,სადაც საპრიზო ფონდი 115 ათასი დოლარია. კალაშნიკოვამ მერვედ მოახერხა WTA-ს ჩელენჯერის ფინალში გასვლა,სადაც მხოლოდ 2-ში დამარცხდა.