ოქტომბერი 2, 2023

ნიკოლოზ ბასილაშვილი შტუტგარდის 250-იანი ტურნირის მეორე წრიდან გამოვარდა. ქართველი ჩოგბურთელი ATP-ით 78-ე ნომერ ნიკ კირიოსთან დამარცხდა.

 

ყველაზე დაძაბული პირველი სეტი აღმოჩნდა. ბასილაშვილმა შეძლო და 7:6 იმარჯვა. სამწუხაროდ, მეორე და მესამე სეტები ავსტრალიელმა ჩოგბურთელმა კომფორტულად 6:4 6:3 მოიგო.

 

ბასილაშვილმა შარშანდელი შედეგი გაიმეორა და მეორე წრიდან გამოვარდა, ფულად პრიზად კი 12 150 ევრო მიიღო.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *