
როლან გაროსზე 22-ე ნომრად განთესილი ნიკოლოზ ბასილაშვილი ამერიკელ მაკენზ მაკდონალდთან დამარცხდა. როგორც ყოველთვის, ბასილაშვილი მე-60 ნომრად განთესილ მეტოქესთან ფავორიტად მიიჩნეოდა,მაგრამ მატჩმა საპირისპირო აჩვენა,რადგან ქართველმა თამაში მარტივად 3:6, 0:6, 4:6 დათმო.
2 სეტის წაგების შემდგომ, ბასილაშვილი თითქოს გამოცოცხლდა,მაგრამ მაკენზიმ მარტივად შეძლო 1:4-ის 4:6-მდე შეცვლა. ამერიკელმა ზედიზედ 5 გეიმი მოიგო. საქართველოს ნომერ პირველმა ჩოგანმა, მატჩში 52 უნებლიე შეცდომა დაუშვა და საკმაოდ სუსტად დაასრულა ასპარეზობა.
ბასილაშვილი საფრანგეთის ღია პირველობას მეორე წრეში გამოეთიშა.