ივნისი 4, 2023

ეკატერინე გორგოძე პრაღის ტურნირის ვიცე-ჩემპიონი გახდა. ქართველი ჩოგბურთელი ფინალში WTA რეიტინგის 268-ე ნომერს, პოლონელ მაია ხვალინსკას დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში ორ სეტში – 5:7, 3:6 დამარცხდა.

გორგოძე ოფიციალურ რეიტინგში 7 საფეხურით დაწინაურდა და კარიერის საუკეთესო შედეგი დააფიქსირა.

ქართველ ჩოგბურთელს, ამ მომენტისთვის 602 ქულა დაუგროვდა და 111-ე პოზიციაზე გადაინაცვლა. დღევანდელ დღემდე, ეკოს საუკეთესო შედეგი 115-ე ადგილი იყო.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.