
ნიკოლოზ ბასილაშვილს დაპირისპირება ხაუმე მონარისთან მეორე წრეში მოუწევს. ქართველი ჩოგბურთელი ბარსელონას ტურნირზე მეცხრე ნომრადაა განთესილი,ამიტომ პირველ წრეს გამოტოვებს.
ბასილაშვილი და მონარი ერთმანეთს კარიერაში პირველად უპირისპირდებიან. რეიტინგში ესპანელი 101-ე, ხოლო ქართველი მე-20 ადგილს იკავებს.
შეგახსენებთ რომ გასულ წელს ნიკოლოზი პირველივე ტურნირის პირველივე ტურიდან გამოვარდა. სახარბიელო სტატისტიკა არც ახლა აქვს, ბოლო გამარჯვება დოჰას ტურნირში მოიპოვა და ATP-ის უკანასკნელი 6 მატჩიდან 5-ში დამარცხდა.
მოგების შემთხვევაში, ბასილაშვილი ალკარასსა და კვონს შორის გამარჯვებულს შეხვდება.