დეკემბერი 7, 2023

ფიბა ევროპის თასის I ჯგუფის მე-4 ტურის შეხვედრაში ,,თსუ” გერმანულ ,,გოტინგენთან”  85-86  დამარცხდა.

 

 

ქართული გუნდი გამარჯვებასთან ძალიან ახლოს იყო, თუმცა სტუმრებმა  ბოლო წუთზე ორ ქულიანი ჩააგდეს და გამარჯვება სწორედ მათ დარჩათ.

 

 

ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა რატი ანდრონიკაშვილმა, მან 30 ქულას, 6 მოხსნასა და 4 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი. 17 ქულა და 6 მოხსნა დააგროვა  ჭინჭარაძემ.

 

 

,,თსუ” ევროპის თასის მომავალ შეხვედრას 15 ნოემბერს, ,,კერავნოსის” წინააღმდეგ გამართავს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *