დეკემბერი 7, 2023

ფიბა ევროპის თასის I ჯგუფის პირველი ტურის შეხვედრაში ,,თსუ” გერმანულ ,,გოტინგენს” ესტუმრა და 5-ქულიანი სხვაობით დამარცხდა, შეხვედრა 86-81 დასრულდა.

 

,,თსუს” შემადგენლობაში 19 ქულით, 8 პასითა და 6 მოხსნით ტაირი ბოიკინი საუკეთესო იყო. კახა ჭინჭარაძემ თავი 14 ქულასა და 11 მოხსნას მოუყარა. შედეგიანი შეხვედრა ჩაატარა ალექსანდრე ფევაძემაც, რომელმაც 18 ქულა ჩააგდო.

 

,,თსუ” ევროპის თასის მომავალ შეხვედრას 25 ოქტომბერს, ,,კერავნოსის” წინააღმდეგ თბილისში გამართავს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *