ივნისი 7, 2023

ცნობილი სპორტული კომენტატორი, თბილისის საპატიო მოქალაქე, ბრწყინვალების ორდენის კავალერი ჯამლეტ ხუხაშვილი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას მისი ახლობლები სოციალურ ქსელში ავრცელებენ.

„ძალიან სამწუხარო ამბავი შევიტყვე. მარადიულობას შეუერთდა ბატონი ჯამლეტ ხუხაშვილი, ორი ერის ღირსეული, საამაყო შვილი, ღირსეული ებრაელი და გულმხურვალე ქართველი, კოტე მახარაძის მოწაფე და მეგობარი, ნიჭიერებით სავსე კაცი, უბადლო სპორტული კომენტატორი, ჩვენი თეატრის გულშემატკივარი და უერთგულესი მეგობარი. შეიძლება ითქვას, რომ დაგვტოვა ლეგენდარულმა ადამიანმა. როგორ დაგვაკლდება მისი გამორჩეული, ბუბუნა ხმა, მისი საზოგადოებრივი აქტიურობა, უბადლო ნიჭიერება. ორ ერს შორის გადებული ხიდის ბურჯი წაიქცა. ვწუხვარ, უსაზღვრიდ ვწუხ. ნათელი დაგადგეს ძვირფასო მეგობარო. ვერასოდეს დაგივიწყევთ. დიდი დრო დასჭირდება, ვიდრე ამ დონის ეპოქალური ადამიანი კვლავ მოევლინება ორი ერის მეგობრობის გზა-სავალს. გისამძიმრებ ძვირფასო ევა, ვიზიარებ ოჯახის, მეგობრების, ორი ერის შვილების ტკივილს,“ – წერენ მეგობრები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.