
სანდრო მამუკელაშვილმა ,,დალას მავერიკსთან” ოვერტაიმში წაგებულ მატჩში 33:15 წუთი ითამაშა.
მან თამაში სასტარტო ხუთეულში დაიწყო და მოედანზე მთელი დამატებითი 5 წუთიც გაატარა და ის მოედანზე იყო რეგულარული დროის ბოლო წუთებზე, როცა მატჩის ყველაზე კრიტიკული წუთები იყო.
მამუკელაშვილის სრული სტატისტიკა ასე გამოიყურება: 33 წუთი, 10 ქულა, 7 მოხსნა და 2 პასი.