სექტემბერი 22, 2023

მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირზე L ჯგუფში, სადაც საქართველოს ნაკრები ასპარეზობს, ორი მატჩი გაიმართა.

 

ესპანეთმა რეიკიავიკში ისლანდია 80:61 დაამარცხა, ხოლო იტალიამ ლივორნოში უკრაინა 85:75.

 

ჯგუფიდან უკვე გავიდნენ ესპანეთი და იტალია. დარჩენილი ერთი საგზურისთვის საქართველო ფავორიტია, რომელსაც ბოლო ტურის წინ 5 მოგება აქვს. ისლანდია 1 მოგებით ჩამოგვრჩება, უკრაინა კი ორით და უშანსოდ დარჩა.

 

26 თებერვალს ფინალის ტოლფას მატჩში საქართველო ისლანდიას უმასპინძლებს და გამარჯვების შემთხვევაში პირველად გავა მსოფლიოს ჩემპიონატზე. თუმცა, 2 ქულით წაგებითაც მიაღწევს მიზანს, მაგრამ ცხადია, საქმე აქამდე არ უნდა მივიდეს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *