
სანდრო მამუკელაშვილი მილუოკ ბაქსს დაუბრუნდა, მისმა გუნდმა იუტა ჯაზი 26-ქულიანი სხვაობით დაამარცხა, თანაც ისე, რომ შეხვედრაში მთავარ სუპერვარსკვლავს – იანის ანტეტოკუმპოს მონაწილეობა არ მიუღია.
მამუმ ყველაზე პრესტიჟულ საკალათბურთო ლიგაში ერთ-ერთი გამორჩეული შეხვედრა ჩაატარა. დავიწყოთ იმით, რომ სანდრომ ამ სეზონში პარკეტზე ყველაზე მეტი დრო გაატარა – 23:28 წუთი და სეზონში ყველაზე მეტი მოხსნა დააგროვა – 8.
გარდა ამისა, ქართველმა მძიმე ფორვარდმა მატჩში 6 შედეგიანი გადაცემა დააგროვა, რაც მის NBA-ის კარიერაში საუკეთესო მაჩვენებელია. საბოლოო ჯამში, მამუკელაშვილის მონაგარი ასეთია: 3 ქულა, 8 მოხსნა, 6 პასი და 26 მარგი ქმედების კოეფიციენტი (ორივე გუნდში საუკეთესო შედეგი).