
თურქეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ერგინ ატამანი მსაჯმა გააძევა, ამიტომ, მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე მისი ასისტენტი გამოვიდა.
“შეხვედრის დროს კალათბურთელებს შორის დაპირისპირება მოხდა. ჩვენ ყველა კამერის ჩანაწერს შევამოწმებთ. ყველაფერი პარკეტზე უნდა დარჩენილიყო და ამ დროს გასახდელისკენ მიმავალ 1 თურქ კალათბურთელს 3 ქართველი კალათბურთელი დაესხა თავს. ასეთი საქციელი სრულიად მიუღებელია. ქართველები დაცვის თანამშრომლებთან ერთად იყვნენ და მათაც დაარღვიეს უსაფრთხოების წესები.
სად იყო პოლიცია? სად იყო დაცვა? ჩვენ აქ იმიტომ ჩამოვედით, რომ თბილისი “ძმობის ქალაქად” მიგვაჩნია და ასე დაგხვდნენ. გარდა ამისა, შეხვედრა 22 წამით ადრე დასრულდა და ამ ყველაფერს აუცილებლად გავასაჩივრებთ. რა თქმა უნდა, საქართველომ დამსახურებულად მოიგო, მაგრამ ეს უკვე აღარ არის მნიშვნელოვანი. მთავარია, რა მოხდა დერეფანში” – განაცხადა ასისტენტმა.
საქართველოს ნაკრებმა თურქეთი 88-83 დაამარცხა.