აპრილი 16, 2024

ევრობასკეტზე საქართველოს ნაკრებთან დამარცხების (83:88) შემდეგ, თურქეთის კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ომარ ონანმა განცხადება გაავრცელა:

 

“მატჩები შეიძლება დაძაბული იყოს. ორი მოთამაშე გააძევეს. როდესაც კორკმაზი და ჩვენი ერთი მწვრთნელი გასახდელისკენ მიდიოდნენ, მათ თავს ქართველი კალათბურთელები დაესხნენ, რომელთაც შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღიათ (თურქების მტკიცებით, შენგელია, ბითაძე და ასევე სანაძე) და აგრეთვე პოლიციელები. მატჩი დასრულდა, ჩვენ წავაგეთ, გასახდელის წინ ორივე მხრიდან შეხლა-შემოხლას ჰქონდა ადგილი, რომელშიც პოლიციელებიც ჩაერთვნენ. ფიბას მივმართავთ, არავის მივცემთ უფლებას მოგვატყუონ და იდიოტებად ჩაგვთვალონ. კორიდორის კამერებიდან ჩანაწერები სრულად წარმოგვიდგინონ. პრეზიდენტს ვესაუბრე და

თუ ამას არ გააკეთებენ, ტურნირს დავტოვებთ”.

 

მან აგრეთვე აღნიშნა, რომ თბილისში ტურნირზე ბევრი ნაკლი დაფიქსირდა, გუნდი სასტუმროდან დარბაზში 45 წუთით ადრე მიემზავრება, უსაფრთხოების დაცვაა საჭირო, კონსულსაც დაუკავშირდნენ, დაცვის გაძლიერება მოითხოვეს, განაცხადში არმყოფი მოთამაშეები (მაგალითად შენგელია) სათადარიგოთა სკამზე არ უნდა ყოფილიყვნენ და ფიბას რეაგირებას დაელოდებიან.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *