
გოგა ბითაძის ტრავმა მძიმე არ აღმოჩნდა. ბელგიასთან მატჩიდან ფეხის ტკენის გამო გასულმა ცენტრმა დღეს სამედიცინო გამოკვლევა ჩაიტარა და დაზიანება მსუბუქი ხასიათის აღმოჩნდა. ბითაძე გუშინ საქართველოს ნაკრებთან ერთად ვარჯიშზე იყო, მაგრამ დაისვენეს და მდგომარეობის განვითარებას დაელოდნენ. თუ როგორია მისი მდგომარეობა, კომენტარი ეროვნული ნაკრების ექიმმა თემურ ხვედელიძემ და თავად გოგა ბითაძემ გააკეთეს…
რა თქმა უნდა, დღევანდელი თამაშის შანსს არ გამოვრიცხავთ, თუმცა ვნახავთ მკურნალობის შედეგად დადებითი დინამიკა როგორ წარიმართება. რაც შეეხება მის მდგომარეობას უკეთესია გუშინდელთან შედარებით. კოჭზე შეშუპება არის. ჩემს ასისტენტს,
თორნიკე გოგიჩაიშვილს ექოსკოპიაზე ჰყავდა წაყვანილი.
ტრავმა სერიოზული არ არის, მაგრამ მედიცინაში საშუალო სიმძიმედ ითვლება. გოგა არც დილით ივარჯიშებს, შესაბამისად შუადღისას გადაწყდება გოგას თამაშის საკითხი.“
ტრავმის შესახებ გოგა ბითაძემაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პატარა შანსის შემთხვევაშიც კი ითამაშებს.
GBF.GE