მარტი 21, 2023

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრს, ამჟამად შეკრებაზე მყოფ ილია ლონდარიძეს მამა გარდაეცვალა, რის გამოც მას ეროვნული გუნდის დატოვება და თბილისში გამომგზავრება უწევს. საქართველოს ნაკრები საბერძნეთში, “აკროპოლისის თასზე” სამონაწილეოდ იმყოფება და დღეს საბერძნეთს, ხვალ კი პოლონეთს ეთამაშება.

 

Marca.ge ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ამ ტრაგიკული ამბის გამო, თანაუგრძნობს ნაკრების წევრ ილია ლონდარიძესა და მისი ოჯახის წევრებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.