თორნიკე შენგელიას „ვირტუსმა“ იტალიის ჩემპიონატის 1/4-ფინალური სერიის პირველი შეხვედრა შინ „პესაროსთან“ გამართა და 82:76 გაიმარჯვა. თორნიკემ 13 წუთში 12 ქულა ჩააგდო, მესამე პერიოდის შემდეგ აღარ უთამაშია.
მიზეზი ტრავმაა. მას კოჭი გადაუბრუნდა და მოედნიდან თანაგუნდელების დახმარებით გავიდა. რამდენად სერიოზულია დაზიანება, ექიმები ჯერ არაფერს ამბობენ. ზუსტი პასუხი უახლოეს დღეებში ექნებათ. დღეს მხოლოდ იმას წერენ, რომ შენგელია „პესაროსთან“ მეოთხედფინალურ სერიას გამოტოვებს.
შეგახსენებთ, რომ თორნიკეს „ვირტუსმა“ გასულ კვირას ევროთასი მოიგო.