
ჯეიმს ჰარდენისგან ამ სეზონში ბევრს მოელიან. მიუხედავად დიდი პასუხისმგებლობისა,თავს მაინც მშვიდად გრძნობს.
“არის თუ არ ზეწოლა? საერთოდ არა, თავს კომფორტულად ვგრძნობ” – განაცხადა ჰარდენმა.
რეალურად, ფილადელფიაში გადასვლის შემდეგ, ტორონტოს წინააღმდეგ 30%-იან ჩაგდების მაჩვენებელს ძვლივს ასცდა და ბურთი 9-ჯერ დაკარგა. სტატისტიკის შეხსენების შემდეგ კი თავი ასე იმართლა: ” ტორონტოელები საოცრად თამაშბენ და ძალიან ბევრს დარბიან. ყურადღბით თამაში გვმართებს, სულ ესაა”.
ფილადელფიის მცველმა ჰარდენი დაიცვა და თქვა რომ მხოლოდ პასებით არ უნდა შემოიფარგლოს, მეტი ბურთი უნდა ჩააგდოს და ამას აუცილებლად გამოასწორებს.
შეგახსენებთ რომ ჯეიმს ჰარდენი ჰიუსტონ როკეტსთან ერთდ არასდროს გასულა ფინალში და 4 წლის განმავლობაში (2015-19) 4-ჯერ დამარცხდა გოლდენ სთეითთან.