მაისი 24, 2022

გავრცელებული ცნობით, ახალი სპორტის სასახლის მშენებლობისას 27 წლის, ჯაბა ქადამაძე დაიღუპა.

 

მთავარის არხის ინფორმაციით, შიდა სამუშაოების დროს, სამშენებლო ამწის კალათა მოწყდა.

 

ტრაგიკულად დაღუპულის ცხედარი ექსპერტიზიდან საკუთარ საცხოვრებელ სახლში, სოფელ ხიხანში გადაასვენეს.

 

გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას ითვალისწინებს.

 

შეგახსენებთ, რომ უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარე, ახალი სპორტის სასახლე 10 000 მაყურებელზეა გათვლილი, რომელმაც ევროპის ჩემპიონატს უნდა უმასპინძლოს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.