საქართველოს ეროვნული ნაკრები ისტორიის დაწერას კიდევ უფრო მიუახლოვდა. 21 მარტს ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფში საქართველოს ნაკრები ლუქსემბურგის ნაკრებს უმასპინძლებს. ნიონში გამართული წილისყრის შედეგად, ნახევარფინალში გამარჯვების შემთხვევაში, საქართველოს ნაკრები ფინალში, საბერძნეთი-ყაზახეთის წყვილის გამარჯვებულს უმასპინძლებს.
შეგახსენებთ რომ, ნახევარფინალურ მატჩს ხვიჩა კვარაცხელია გამოტოვებს, რომელიც დისკვალიფიცირებულია სამი ყვითელი ბარათის გამო.