მარტი 21, 2023

 

საქარᲗველოს ერᲗა ლიგის მატᲩის Შემდეგ ვილი სანიოლიმ პრესკონფერენცია გამარᲗა. ფრანგი სპეციალისტი ბევრ საკᲘᲗხს Შეეხო, მაᲗ Შორის მომავალ ᲗამაᲨებსა და ცალკეუ ფეხბურᲗელებს.

 

ვილი სანიოლი:

– დიახ, მატჩის წინ ვიცოდით რომ ჯგუფის ყველაზე მოკრძალებულ გუნდს ვეთამაშებოდით. განსაკუთრებით კმაყოფილი ვარ პირველი ტაიმის საწყისი წუთებით და მატჩის დასკვნითი ნაწილით. არ ვარ კმაყოფილი მატჩის შუა ნაწილით, მიმაჩნია ამ მონაკვეთში უფრო აქტიურად უნდა გვეთამაშა

– არ მინდა ვისაუბრო მხოლოდ მაკედონიაზე და მათთან რევანშზე, თუ მაკედონიასთან გამარჯვება გვსურს ჯერ ბულგარეთთან უნდა ვითამაშოთ კარგად

– მიქაუტაძე სრულიად განახვავდებოდა სექტემბერ-ოქტომბერში მყოფი მიქაუტაძისგან, მან იმუშავა თავის ნაკლოვანებებზე და ძალიან მომატებული აქვს. ლობჟანიძემ ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა, სწორედ მსგავსი ქმედებების გამო მიყვარს “ლობო” ძალიან. გუნდისთვის შემდეგი 48 საათი გადამწყვეტი იქნება ძალების აღსადგენად

– ფეხბურთელებმა იცოდნენ, რომ გიბრალტართან მატჩი არ იქნებოდა “მძიმე გასეირნება”, მაგრამ იყო გარკვეული წნეხი, რადგან ყველა ელოდა მარტივ გამარჯვებას. ფსიქოლოგიურად წაგვადგა თუ არა ეს გამარჯვება ამას შემდგომ მატჩებში დავინახავთ

-წიტაიშვილს ამჟამად შემოწმებები უტარდება, იმედი გვაქვს მალე პოზიტიურ სიახლეებს გავიგებთ მის შესახებ

– ჩაკვეტაძემ ითამაშა ზუსტად იმიტომ, რომ ის იყო მონდომებული, ის დიდი ტალანტია, ითამაშებს თუ არა გიორგი დიდ ფეხბურთს მასზეა დამოკიდებული. დღეს 75 წუთი ითამაშა, ჰქონდა კარგი მომენტებიც და ხარვეზებიც, ვნახოთ რა იქნება მომდევნო მატჩებში

– უკვე დავიწყე ბულგარეთზე ფიქრი, დაველოდები აღდგენის პროცედურას და კიდევ შევცვლი ალბათ რაღაცეებს, როგორც მატჩამდე ვთქვი ჩვენ გვაქვს გეგმა

– ვთვლი რომ მატჩის გარკვეულ მონაკვეთში არ ვაფასებდით მოწონააღმდეგეს, გვაკლდა პასები, აქტიურობა და მოძრაობა, ზოგიერთი მოთამაშე 100% ით არ იყო კონცენტრირებული. ჩემი საქმეც სწორედ ეს არის არ ვიყო ბოლომდე კმაყოფილი და გავაუმჯობესო ხარვეზები და შეცდომები. მთლიანობაში კი ისევ ვიმეორებ, რომ ვარ კმაყოფილი

– დღეს პირველად არ გვითამაშია 3 ცენტრალური მცველით, ამ ტაქტიკამ შეგვიქმნა სტაბილურობა და არ ვაპირებ ეხლა ამის შეცვლას, ამ ყველაფერზე ბოლო მატჩების სტატისტიკაც მოწმობს

– ძალიან კმაყოფილი ვარ საბას და ბიჭების ქმედებებით, საბა მებრძოლი, დიდებული ფეხბურთელია, მას უყვარს სირბილი, პასები, ჩვენ ამას ვხედავთ ყოველდღიურად ვარჯიშებზე და ვისურვებ ყველას გადაედოს მისი განწყობა

– მადლობა გულშემატკივარს დიდებული ატმოსფეროსთვის, ისინი ყოველთვის ჩვენს გვერდით არიან

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.