სან ანტონიოს სპურსის მთავარი მწვრთნელი გრეგ პოპოვიჩი კლუბთან ახალ, 5 წლიან კონტრაქტს აფორმებს.
როგორც ESPN იუწყება, პოპოვიჩის ანაზღაურება 80 მილიონამდე გაიზრდება,რაც NBA-ს ისტორიაში რეკორდული ხელფასია. პოპოვიცამდე, ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი მონტი უილიამსს ჰქონდა – 78.5 მილიონი.
74 წლის მწვრთნელი, სპურსში 1996 წლიდან მუშაობს. 1997-2019 წლებში კლუბმა 22-ჯერ მოახერხა პლეი ოფში გასვლა,რაც რეკორდული მაჩვენებელია.
შეგახსნებთ,რომ სპურსმა დრაფტში ვიქტორ ვემბანიამა დაიმატა,რომელიც საუკუნის ტალანტადაა აღიარებული. ასევე 1 წლიანი კონტრაქტი გააფორმა სანდრო მამუკელაშვილმა, შესაბამისად ქართველ ლეგენდარულ მწვრთნელთან კიდევ 1 სეზონით დარჩება.