
ლეგენდარულმა კალათბურთელმა ლებრონ ჯეიმსმა ,,კლიპერსის, წინააღმდეგ 47 ქულის ჩაგდება მოახერხა.
38 წლის კალათბურთელი გახდა ,,NBA”-ს ისტორიაში პირველი მოთამაშე, რომელსაც ყველა გუნდის წინააღმდეგ მინიმუმ 40 ქულა აქვს ჩაგდებული.
ჯეიმსი ახლოსაა კიდევ ერთი რეკორდის დამყარებასთან, მას შეუძლია ,,NBA”-ს ისტორიაში საუკეთესო მექულე გახდეს და თუ რაიმე ტრავმამ ხელი არ შეუშალა ის ამ რეკორდის დამხობას მიმდინარე სეზონში შეძლებს.