დეკემბერი 2, 2023

,,სან ანტონიომ”    ,,ნიუ ორლეანთან” უშანსოდ   84-119  წააგო.

 

ეს გახლდათ სანდრო მამუკელაშვილის საუკეთესო მატჩი სან ანტონიოში. 23 წლის ქართველმა ფორვარდმა გრეგ პოპოვიჩის გუნდში მორიგი მატჩი დაიწყო სასტარტო ხუთეულში და მოედანზე გატარებულ 25:20 წუთში 20 ქულა, 5 მოხსნა, 3 პასი და 3 ჩაჭრა მოაგროვა.

 

სან ანტონიოს თითქმის დაკარგული აქვს პლეი ოფში გასვლის შანსი,  ლეგენდარული მწვრთნელი, გრეგ პოპოვიჩი კი გუნდს სამომავლოდ აშენებს და როგორც ჩანს, მისი პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი ქართველი კალათბურთელია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *