დეკემბერი 2, 2023

მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე,საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები,რეიკიავიკში,ისლანდიის ნაკრებს ესტუმრა და ანგარიში 85-88 დაამარცხა.

მთელი შეხვედრა ქულა-ქულაში მიმდინარეობდა,აღსაღნიშნავია,რომ ქართველებს ისლანდიის დედაქალაქში გულშემატკივრობა არ აკლდა.პირველ ნახევარში მცირე უპირატესობას ფლობდა საქართველოს ნაკრები და შვიდ ქულიანი სხვაობით (38-45) მოახერხეს გამარჯვება.

მეორე ნახევარში,ისლანდიის ნაკრებმა რადიკალურად განსხვავებული თამაში აჩვენა და თამაშის სადავეები სწორედ მათ გადაიბარეს.თამაშში  დიდი გარდატეხა შეიტანა მიხეილ ბერიშვილის ზედიზედ ორმა ჩაგდებულმა სამქულიანმა,რომელმაც არ მისცა ისლანდიელებს დიდი ანგარიშით წინ გასვლის საშუალება.

განსაკუთრებით დაძაბული გამოდგა მატჩის ბოლო წუთები,სადაც ქართველებმა მოახერხეს მეტოქის დამარცხება სამ ქულიანი სხვაობით .(85-88)

ნაკრებში დაბრუნების შემდეგ,ბრწყინვალე  მატჩი ჰქონდა გუნდის კაპიტანს,თორნიკე შენგელიას,მან თავი 27 ქულასა და  10 მოხსნა მოუყარა.13 ქულა ჩააგდო დუდა სანაძემ,თად მაკ ფადენმა კი 12 ქულის ჩაგდება მოახერხა.

შემდეგ მატჩს ნაკრები 14 ნოემბერს გამართავს იტალიის წინააღმდეგ, “თბილისი არენაზე”.მატჩი 19 საათზე დაიწყება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *