
საკალათბურთო ევროლიგაზე ერთმანეთს ,,ლიონი” და თორნიკე შენგელიას ,,ვირტუსი” დაუპირისპირდა. იტალიელებმა დაძაბულ ბრძოლაში, 84-87 დაამარცხეს მეტოქე.
შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა თორნიკე შენგელიამ, რომლის ანგარიშზე, 18 ქულა, 5 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა იყო.
ეს გამარჯვება ბოლონიელთათვის ზედიზედ მეშვიდე იყო.