საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა წინასამატჩო პრესკოფერენცია გამართა, სადაც ვილი სანიოლმა მედიის კითხვებს უპასუხა.
ჩვენმა ფეხბურთელებმა იციან როგორ თამაშს ელოდონ. ჩვენ უკვე ვეთამაშეთ ჩეხეთის ეროვნულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე. საქართველოს ნაკრებმა შესაძლოა მსგავსი ფორმაციით ითამაშოს, მაგრამ აუცილებელია ვიყოთ ჩეხებზე ძლიერები, რადგან კარგი შედეგი გარანტირებული გვქონდეს.
გოგლიჩიძე ჩვენთვის ახალი ფეხბურთელია, მაგრამ კარგად ვიცნობთ ახალგაზრდული ნაკრებიდან და ასევე, თვალსს ვადევნებდით მის განვითარება იტალიაში. ასე რომ, ხელს არაფერი გვიშლიდა მოგვეწვია ის ეროვნულ ნაკრებში.
მოგეხსენებათ, ნაკრების ამ შემადგენლობიდან, მიახლოებით 20-მდე ფეხბურთელმა ითამაშა ევროპის ჩემპიონატზე. მოთამაშეებმა იციან, რომ მე მათგან მსგავს პროფესიონალიზმს ვითხოვ სასურველი შედეგის მისაღწევად.
ფსიქოლოგია ყოველთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნაკრებში, აქ კი მთავარი ის არის, რომ ფეხბურთელებმა დაიჯერეს- მათ შეუძლიათ გამარჯვება. ჩვენ გვაქვს წინსვლა იმ მხრივ, რომ ფეხბურთელებს ემატებათ თავდაჯერება.
-ვილი სანიოლი
წინასამატჩო პრესკოფერენციაზე ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელთან ერთად, ეროვნული ნაკრების კაპიტანი გურამ კაშიამაც უპასუხა მედიის შეკითხვებს:
პირადად ჩემთვის უმჯობესია დინამოს სტადიონზე თამაში, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია სავსე სტადიონზე თამაში და ამ მომენტისთვის ეს სტადიონი არის იმის შანსი რომ აქაურობა უფრო გაივსოს, რადგან წარმოუდგენელია ნახევრად სავსე სტადიონზე თამაში.
ბევრი ხიფათი გველოდება მოწინააღმდეგისგან, განსაკუთრებით სტანდარტულებიდან. ისინი ფიზიკურად ჩვენზე ძლიერები არიან და ამისათვის მზად უნდა ვიყოთ.
მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრა იქნება ნამდვილი საოცრება და ვფიქრობ რომ ჩვენს გუნდს აქვს ამის პოტენციალი და ეს პოტენციალი უნდა ვანახოთ.
-გურამ კაშია