ვლადიმერ გუცაევმა გიორგი არაბიძის ნაკრებში გამოძახების საკითხზე ისაუბრა:
“არაბიძის თამაში ევროთასებზე ვნახე და ძალიან მომეწონა. საქართველოს ნაკრებში აუცილებლად უნდა იყოს და არა მხოლოდ გამოიძახონ, არამედ ათამაშონ კიდეც? მე მომწონს და დარწმუნებული ვარ, დღევანდელ ნაკრებს გამოადგება”, – თქვა ვლადიმერ გუცაევმა
ცნობისთვის, გიორგი არაბიძეს ეროვნულ ლიგაში შესანიშნავი პერიოდი უდგას და უკვე არაერთი გულშემატკივარი მოითხოვს, რომ ეროვნულ ნაკრებში გამოიძახონ.