აპრილი 16, 2024

DAZN-ის სტუდიაში „ნაპოლის“ შესახებ ამ გუნდის ყოფილმა ნახევარმცველმა ვალონ ბეჰრამიმ განაცხადა, რომ ვიქტორ ოსიმენი და ხვიჩა კვარაცხელია უნდა წავიდნენ:

 

„თუ კიმს დაკარგავ, ზილენსკისაც მოაცილებ, ეს სარგებელს ვერ მოგიტანს, რადგან ჩვენ ვსაუბრობთ იმათზე, რომლებიც ძირითადის ფეხბურთელები იყვნენ. თვით ისეთმა მოთამაშეებმა, როგორებიც ოსიმენი და კვარაცხელია არიან, უკეთესი იქნება გუნდი გამოიცვალონ. მათ რაღაც ისტორიული გააკეთეს, შემდეგ კი დინახეს, რომ მათი იდეალური თამაში მწვრთნელისა და სპორტული დირექტორის წასვლის მერე დაინგრა.

 

დე ლაურენტისი ისეთ სიტუაციებზე ამახვილებს ყურადღებას, რაც გუნდს არ მოსწონს. მაგალითად, პოლიტანოს ინტერვიუა გასახსენებელი.

დე ლაურენტისი გუნდს არაფრით არ ეხმარება“.

 

Spazionapoli წერს, რომ მისმა ნათქვამმა გულშემატკივრების უკმაყოფილება გამოიწვია. ისინი თვლიან, რომ ჩაგდებული სეზონი ორი ვარსკვლავის ბრალი არ არის და ახალი გუნდი კვარაცხელიას გარშემო უნდა აიგოს.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *