აპრილი 16, 2024

როგორც მოგეხსენებათ, რუსულ “ახმატ გროზნოში” წარმოშობით ქართველი მეკარე, გიორგი შელია ასპარეზობს. გიორგიმ საქართველოს ნაკრების მთავარი ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა:

 

მირანჩუკი ხვიჩაზე არანკლებ ტექნიკურია. კვარაცხელია შედარებით განსხვავებულ პოზიციაზე ასპარეზობს, თუმცა ალექსეიც გამორჩეული ტექნიკა აქვს, როგორც გოლოვინს. ცხადია, საშაც ჩინებული ფეხბურთელია.

 

ხვიჩა თუ არშავინი? ახლა რა, დაიწყო?.. რამდენიმე წელიწადში ვნახოთ – არშავინმა კარიერა დიდი ხნის წინ დაასრულა. მახსოვს ანდრეის თამაში – ის მანქანა იყო, უბრალოდ ტოპი. ის თამაშობდა “არსენალში”, რაც შექმნა “ზენიტში” და ეროვნულ გუნდში! ასეთი ფეხბურთელები ყველგან არ იბადებიან. საქართველოში ვინ უნდა გავიხსენოთ ამ პოზიციაზე, ხვიჩას გარდა? ძნელია, არც არავინ არის, – განაცხადა შელიამ.

 

ცნობისთვის, გიორგი შელიას “ახმატ გროზნოს” გარდა “ტამბოვში”, “უფაში”, “იენისეიში”, “ბრიანსკსა” და “ბალტიკაში” უთამაშია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *