სექტემბერი 15, 2024

ქუთაისის “ტორპედოს” მთავარმა მწვრთნელმა  სტივ კინმა დღეს მედიასთან კომენტარი გააკეთა,სადაც ტრავმირებული ფეხბურთელებზე ისაუბრა.

“გუნდში მძიმე დაზიანებები არ არის,არის მხოლოდ მსუბუქი ტრავმები.რაც შეეხება გიორგი არაბიძეს მან ვარჯიშზე მიიღო მსუბუქი დაზიანება და დღეის მდგომარეობით თავს კარგად გრძნობს.გამოტივა მატჩის წინა ვარჯიში ველოდებით მატჩის დღეს ვნახავთ როგორ მდგომარეობაში იქნება თუ ყველაფერი წესრიგში იქნა ის აუცილებლად იქნება განაცხადში.ხოლო რაც შეეხება შერგელაშვილის ტრავმას იმედს ვიტოვებთ რომ ის ბათუმის “დინამოსთან”მატჩისთვის მზად იქნება და დაეხმარება გუნდს.ასევე მცირე ტრავმა ქონდა მათე აბულაძეს რომ დაბრუნდა სამტრედიიდან ეხლა თავს კარგად გრძნობს და მზად არის ხვალინდელი თამაშისთვის.”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *