მამუკა ჯუღელმა საქართველოს ნაკრების ვარსკვლავის მომავლის შესახებ ისაუბრა.
“ნეაპოლის დატოვებაზე არ მიფიქრია. ერთ დღესაც, როცა კვარა “რეალში” ან “ბარსელონაში” სათამაშოდ იქნება მზად, ამას გავაანალიზებთ, თუმცა ახლა ის ძალიან კარგ გუნდშია.
“ხვიჩას გარშემო ჰყავს ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც ოსიმენი, დი ლორენცო, ჟელინსკი და სხვები არიან,” – თქვა ჯუღელმა.
შეგახსენებთ, რომ იტალიურ პრესაში გავრცელებული ცნობების თანახმად, “ნაპოლი” და ხვიჩას წარმომადგენელი ფეხბურთელის ახალ კონტრაქტზე ვერ თანხმდებიან. ჯუღელი თავისი კლიენტისთვის 5 მილიონი ევროს ოდენობის ხელფასს ითხოვს, დე ლაურენტისი კი მხოოლოდ 3.5 მილიონი ევროს გადახდაზეა თანახმა.
🎙realmania.ge