აპრილი 16, 2024

ტელეწამყვანმა რაფაელე აურიემამ Tele A-ს გადაცემა Si Infuzzi La Network-ში ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენის შესახებ ისაუბრა:

 

“ნიგერიელი ცენტრფორვარდი “კალიარისთან” მატჩის ბოლოს ვნახე და ძალიან შევწუხდი. სათადარიგოთა სკამზე დაღონებული იჯდა. არ მინდა გუნდის წარუმატებელი შედეგების გამო მან ენთუზიაზმი დაკარგოს.

 

კვარაცხელიას მომავალი უკვე გადაწყვეტილია. ფეხბურთელის აგენტი პრეზიდენტს გაყიდვაზე მაისში მოელაპარაკება”.

 

ნიგერიის ნაკრების კაპიტანმა ვილიამ ტროსტ-ეკონგმა Sky Sport-თან განაცხადა, რომ იცის, რომელ კლუბში გადავა ზაფხულში ოსიმენი, მაგრამ ვერ გაამხელს.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *